ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა ახალი პროექტი წამოიწყეს (ვიდეო)

2019-01-09 14:01:59
532

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები სოფელ ატოცთან ვიდეო–კამერების დამონტაჟებას იწყებენ. როგორც „ძალა ერთობაშიას“ ერთ–ერთი ლიდერი დავით ქაცარავა აცხადებს, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ორი კამერა დამონტაჟდება და დაინტერესებულ პირებს ახალი პროექტის „ატოცი live“–ს ფარგლებში შესაძლებლობა ექნებათ,  თვალი ადევნონ ატოცში მიმდინარე მოვლენებს.

ქაცარავას თქმით, ერთი კამერა მოძრავ შტატივზე დამონტაჟდება, ხოლო მეორე ფიქსირებულ შტატივზე, რომელიც მიმართული იქნება რუსი ოკუპანტების საგუშაგოსკენ.

ანტოსაოკუპაციო მოძრაპბის წევრებმა კამერებად გამოიყენეს საკუთარი მობილური ტელეფონები და პირდაპირი ეთერი ყოველდღიურად დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00–19:00 საათამდე განხორციელდება.


ცნობისთვის: ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ ადგილზე პატრულირებას თითქმის 2 თვეა ახორციელებს. გადაწყვეტილება კი ორგანიზაციის აქტივისტებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ოკუპანტებმა ატოცში ბოძების დამონტაჟების პროცესი დაიწყეს. ამ დროისთვის ადგილზე 148 ბოძია დამონტაჟებული. და ეს პროცესი აქტივისტების აქტიურობის შემდეგ შეწყდა. უნდა აღინიშნოს, რომ ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის წარმომადგენლებმა ერგნეთის შეხვედრაზე ადგილიდან მოძრაობის წევრების გაყვანა მოიხოვეს.  ამასთან, ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებამ მთავარ საფრთხედ ოფიციალური თბილისის "რბილ ძალა" და ანტისაოკუპაციო მოძრაობა დაასახელა.