ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ სამი ქართველი გამოარჩია

2019-01-09 13:19:13
156

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) დაასახელა თორმეტი თინეიჯერი ძიუდოისტი, რომლებმაც 2019 წელს უმაღლესი ტიტულებისთვის უკვე უფროსებში უნდა იბრძოლონ. ძიუდოს მმართველი ორგანიზაციის ფავორიტთა შორის სამი ქართველია - 18 წლის მარიამ ჭანტურია (70 კგ) და ლაშა ბექაური (90 კგ) და 19 წლის გელა ზაალიშვილი (+100 კგ).

სამივე მათგანი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია. მარიამ ჭანტურიამ შარშან, ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ლაშა ბექაურმა 2017 წელს ჭაბუკებში აჯობა ყველას მსოფლიოს კონკურენციაში, ხოლო 2018-ში - ახალგაზრდებში. გელა ზაალიშვილმა კი გასულ სეზონში ორი უმთავრესი ტიტული მოიპოვა - გახდა ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი.