ატოცის შემდეგ ოკუპანტები ახალ ლოკაციაზე გააქტიურდნენ: "მოსახლეობას ტყეში შესვლა აუკრძალეს"

2019-01-07 11:07:27
318

რუსმა ოკუპანტებმა მავთულხლართებისთვის ახალი ადგილი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი წნელისის ტყეში მონიშნეს. მათ გუშინადგილობრივ მონადირეს ჯერ თოფი და ვაზნები წაართვეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ტყეში ასვლა აუკრძალეს.

მოსახლეობამ მომხდარის შესახებ ინფორმაცია ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია"-ს აქტივისტებს მიაწოდა, მათ კი სამართალდამცველებს შეატყობინეს.

წნელისი ატოციდან, სადაც ამ დროისთვის ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები არიან გამაგრებული და ოკუპანტებს მავთულხლართეის გავლების საშუალებას არ აძლევენ, 30 კილომეტრითაა დაშორებული.  

 

„ამჯერად რუსმა ოკუპანტებმა შეცვალეს ლოკაციის ადგილი და ატოციდან 30 კილომეტრის დაშორებულ სოფელ წნელისში შეინიშნება მათი აქტიურობა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მათ ტყის სიღრმეში, უკვე საჩხერის მონაკვეთზე მონადირე დააკავეს წაართვეს თოფი და ვაზნები, მიაყენეს  და გააფრთხილეს, რომ არ ამოსულიყო ამ ადგილზე, ასევე თანასოფლელებისთვის გადაეცა, არ გაკარებოდნენ ტყის იმ ნაწილს, სადაც ისინი უკანონო ბორდერიზაციის დაწყებას აპირებენ“-ამბობენ „ძალა ერთობაშია"-ს წევრები. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება. საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში ერგნეთში დაგეგმილ შეხვედრაზე დადგება.