ცხინვალმა ე.წ. საზღვარი ჩაკეტა

2018-12-31 12:29:04
427

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვარი სამი დღით დაკეტა. ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებით, ახალი წლის წინ „საქართველოსთან საზღვრის“ დაკეტვის გადაწყვეტილება, უსაფრთხოების ზომების გაძლიერების გამო იქნა მიღებული. ე.წ. საზღვარი 30 დეკემბერს, საღამოს 20:00 საათზე დაიხურა და 2 იანვარს, დილის 06:00 საათზე გაიხსნება. ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. საკონტროლო გამშვები პუნქტი მხოლოდ ახალგორის რაიონში მდებარეობს. დღესასწაულების წინ დე ფაქტო ხელისუფლება ამ პუნქტს ყოველთვის კეტავს, რაც კიდევ უფრო ზღუდავს ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებთა თავისუფლად გადაადგილების უფლებას.