იტალიაში სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ქართველი ვეფხვის გალიაში შევიდა

2018-12-25 10:14:09
1176

იტალიაში საქართველოს მოქალაქე ვეფხვმა დაგლიჯა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალაქ რეჯიო კალაბრიაში ქართველმა მამაკაცმა ჯერ ცირკის ტერიტორიაზე შეაღწია, შემდეგ ტანსაცმელი გაიხადა და ვეფხვის გალიაში შევიდა. ცხოველმა მას მძიმე დაზიანებები მიაყენა.

მამაკაცის დახმარება ცირკის თანამშრომლებმა შეძლეს, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების შეფასებით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის დროს საქართველოს მოქალაქე ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდ