ქართველი ძიუდოისტები მსოფლიო რეიტინგის სათავეში მოხვდნენ

2018-12-20 15:34:35
265

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2018 წლის სეზონის ბოლო ტურნირის – „გუანჯოუს მასტერსის“ შედეგები შეაჯამა და მსოფლიოს განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, მამაკაცთა და ქალთა შვიდ-შვიდ წონით კატეგორიაში. მამაკაცებში საქართველოს ნაკრების წევრების უმეტესობა მაღალ საფეხურებზე იმყოფებიან.

ძიუდოისტების მიერ დაგროვებული ქულების მიხედვით, საერთაშორისო ფედერაციამ ყველა წონის გაერთიანებული ათეულიც გამოაქვეყნა, რომელშიც საუკეთესო მაჩვენებელი თუშიშვილს აქვს. მეორე საფეხურს კი ლიპარტელიანი იკავებს.მესამეზე კი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ნიკოლოზ შერაძადაშვილია.საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:

  • გურამ თუშიშვილი (100+) საქართველო – 8102
  • ვარლამ ლიპარტელიანი (100) საქართველო – 7408
  • ნიკოლოზ შერაზადიშვილი (90) ესპანეთი – 7166 საეიდ მოლაეი (81) ირანი-6394 5. ჩენგრიმ ენი (73), კორეა – 6280
  • რობერტ მშვიდობაძე (60), რუსეთი – 6176
  • ჰიფუმი აბე (66), იაპონია – 6050
  • ამირან პაპინაშვილი (60), საქართველო – 6026
  • ვაჟა მარგველაშვილი (66), საქართველო – 5780
  • კრისტიან ტოთი (90), უნგრეთი – 5749