გრიგოლ გეგელია: “ჩვენ უკვე კლინიკურად ავად ვართ“

2018-12-19 11:31:26
255

ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და საზოგადოებრივ განწყობებს სოციალურ ქსელში ეხმიანება:   

“ჩვენ უკვე კლინიკურად ავად ვართ. მორალური ატროფია პიკს აღწევს. ეს ის ქვეყანაა, სადაც დასაშვებია, რომ მკვლელობის ჩაფარცხვაში მონაწილე მაღალჩინოსანის დაპატიმრებას „პოლიტიკიურ დევნად“ აფასებდნენ, დედამისი კი იწყევლებოდეს, ეს რა მიყავითო, მაშინ როცა მისი შვილი სხვისი შვილის სიცოცხლის მოსპობას წლების მანძილზე ფარავდა!

ზუსტად იმავე დღეს, ეს ის საზოგადოებაა, რომელიც დასცინის, აგინებს და ლანძღავს სამი შვილის დედას, ვინც მტკვარში იხრჩობდა თავს, რადგან, როგორც ამბობს, „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრობის გამო არსად ასაქმებენ, ვალები აქვს და შვილებს ვერ არჩენს. იმავე გაჭირვებაში ათი ათასობით ქართველი დედაა დღეს; დასაცინია ეს?!

რას გავხართ საერთოდ? გული მერევა უკვე! თქვენ უნდა შექმნათ სტაბილური მომავალი? თქვენ უნდა აღზარდოთ მაგ ზიზღით და მორალური სიბეცით მომავალი ძლიერი თაობა? სადამდე დაეცით მართლა! რაღა დარჩა უფრო ქვევით?”