სამხედრო პოლიციის წარმომადგენელი : "რეკრუტის საქმეზე დაწყებულია გამოძიება"

2018-12-18 13:00:48
129

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის განცხადებით, რეკრუტის საქმეზე დაწყებულია გამოძიება.  

„გუშინ, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის უფროსის ელგუჯა ბიბინიძის მიერ ამავე საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტ დავით ბერიშვილის შესაძლო ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით, დანაშაულით გათვალისწინებული სსსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით. დავით ბერიშვილის მიერ გაჟღერებული ფაქტების და გარემოებების დეტალურად გარკვევის მიზნით საქმეზე მიმდინარეობს და ტარდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. იმ შემთხვევაში თუ გამოძიების პროცესში დადასტურდა ან დადგინდა ბრალეულობა რომელიმე მხარის, მათ შორის საბრძოლო მომზადების ცენტრის უფროსის, ჩვენს მიერ იქნება ადეკვატური და შესაბამისი რეაგირება",- განაცხადა ირაკლი ბაზერაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის უფროსს რეკრუტი ცემაში ადანაშაულებს.