საქართველო დიდი ბრიტანეთთან ახალი, სტრატეგიული, ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს

2018-12-18 11:53:47
168

დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, საქართველო დიდი ბრიტანეთთან ახალი, სტრატეგიული, ყოვლისმომცველი, ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს.

მისივე თქმით, მიუხედავად „ბრექსითის“ სირთულეებისა, ქართულ-ბრიტანული ურთიერთობები არის ძალიან მაღალ დონეზე.

„ეს ძალიან დიდი გამოწვევა, მაგრამ ამასთან ერთად საქართველო და ბრიტანეთი აქტიურად თანამშრომლობს, რომ ეს გამოწვევა ჩვენ გადავაქციოთ ახალ შესაძლებლობად. ახალი შესაძლებლობა ნიშნავს ახალი სტრატეგიული, ყოვლისმომცველი, ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმებას დიდ ბრიტანეთთან, რომელიც უპირველეს ყოვლისა მოიცავს ძალიან ფართომასშტაბიან თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტს და თანამშრომლობას ბრიტანეთთან, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს უსაფრთხოებისთვის. ეს არის თანამშრომლობა ტერორიზმის, კიბერშეტევების წინააღმდეგ და რასაკვირველია, ძალიან აქტიური ურთიერთობა საინვესტიციო სავაჭრო ურთიერთობების წინ წამოწევისთვის“, – განაცხადა, „პირველი არხის“ ცნობით, თამარ ბერუჩაშვილმა.