ვიდეო ▶ ბურჭულაძემ რუსეთში იმ კონცერტზე იმღერა, რომელსაც პუტინი ესწრებოდა

2018-12-18 11:01:26
166

ცნობილმა ქართველმა ბანმა პაატა ბურჭულაძემ რუსეთში იმ კონცერტზე იმღერა, რომელსაც პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ესწრებოდა.

კონცერტი 15 დეკემბერს გაიმართა და ის  რუსი დირიჟორის იური ტემირკანოვის 80 წლის იუბილეს ეძღვნებოდა. ბურჭულაძემ კონცერტზე მყოფი აუდიტორიის, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის წინაშე ზაქარია ფალიაშვილის ოპერიდან “დაისი” ერთ-ერთი არია – “ღვინოვ კახურო” შეასრულა.