რ2: „ჯარისკაცი, რომელიც წვრთნებს ალგეთში გადიოდა, მეთაურმა სასტიკად ცემა“

2018-12-17 21:06:31
413

ტელეკომპანა „რუსთავი 2“–ის ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარისკაცი, რომელიც წვრთნებს ალგეთში გადიოდა, მეთაურმა სასტიკად ცემა. არხის ცნობით, დაზარალებული სამხედრო "რუსთავი 2“-ში მრავლობითი დაზიანებებით მოვიდა.

„ჯარისკაცს სავარაუდოდ, ტვინის შერყევა აქვს, ამ წუთებში მას პირველად სამედიცინო დახმარებას სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ექიმები აღმოუჩენენ, სასწრაფოს ბრიგადამ გამოიძახა პოლიციაც“, – იუწყება ტელეარხი.