„დღეს ინაუგურაციაზე ყველაზე საზეიმო განწყობა შევარდნაძის სულს ჰქონდა“

2018-12-16 20:40:41
1385

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას ეხმიანება. 

„დღეს ინაუგურაციაზე ყველაზე საზეიმო განწყობა შევარდნაძის სულს ჰქონდა. ახია მიშა შენზე ყველაფერი“, – წერს ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში. 

ცნობისთვის: დღეს თელავში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფიცი დადო. ინაუგურაციის პარალელურად ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. ოპოზიციური გაერთიანება თელავის ცენტრში აქციის გამართვას გეგმავდა, თუმცა გზა ჩაკეტილი დახვდათ, დაპირისპირება სწორედ ამან გამოიწვია.