კადიროვი – ფედერალურ ხელისუფლებაზე: უნდობლად მიყურებდნენ“

2018-12-13 15:22:54
257

ჩეჩნეთის რესპუბლიკის რუსეთის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი ფედერალური დაფინანსებით უკმაყოფილოა. რამზან კადიროვის თქმით, ფედერალური ხელისუფლება რესპუბლიკას უფრო მეტ სახსრებს უნდა აძლევდეს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

„ხალხს ჰგონია, რომ მოსკოვი კადიროვს ბევრ ფულს აძლევს და ჩეჩნეთი ამიტომ ჰყვავის. ჩვენ მოგვცეს 75 მილიარდი რუბლი და გვითხრეს, რომ ქარხნები უნდა აგვემუშავებინა. როგორ გავაკეთოთ ეს, როცა აღჭურვილობა და ნედლეული არ გვაქვს? საჭირო თანხა რომ გამოეყოთ, უფრო მეტს გავაკეთებდით და კიდევ უფრო მეტს შევძლებდით, ხელი რომ არ შეეშალათ. ჩვენ ხელს გვიშლიდნენ. პირადად მე უნდობლად მიყურებდნენ, რადგანაც წვერს ვატარებ, ცუდი რუსულით ვლაპარაკობ და გუშინ ავტომატით ხელში ვიბრძოდი, დღეს კი პოლიტიკითა და ეკონომიკით ვარ დაკავებული,“- აცხადებს კადიროვი.

ამასთან, როგორც კადიროვმა აღნიშნა, მის გუნდს ნდობა რუსეთის პრეზიდენტმა გამოუცხადა.