საზღვრების საკითხზე ამჯერად დაღესტნისა და ჩეჩნეთის ლიდერები იმსჯელებენ

2018-12-07 15:42:38
349

 

უახლოეს ხანებში ორი რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრების გადახედვის საკითხზე დაღესტნისა და ჩეჩნეთის ლიდერები  – ვლადიმირ ვასილიევი და რამზან კადიროვი იმსჯელებენ.

„რამზან კადიროვთან არაერთი საკითხი მაქვს განსახილველი. საზღვრების საკითხს ძალიან გულდასმით მოვეკიდებით, თუ შესაძლებელი იქნება, თითოეულ მაცხოვრებელთან გავივლით“,– განაცხადა ვასილიევმა.

არ გამორიცხავენ, რომ ამ შეხვედრაზე დაღესტნის აუხის რაიონის აღდგენის საკითხიც დადგეს დღის წესრიგში.  

მიწის საკითხთან დაკავშირებული დავები არახალია. ბოლო გამწვავებას ადგილი 2017 წლის ზაფხულში ჰქონდა ჩეჩნებსა და ავარებს შორის.

ცნობისთვის: ინგუშეთის ხელმძღვანელობამ ჩეჩნეთისთვის გარკვეული ტერიტორიების დათმობის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც რესპუბლიკაში მღელვარება მოჰყვა. დეტალები იხილეთ: ინგუშები: "არ გვსურს, ერთ დღეს კადიროვის ჩეჩნეთში გავიღვიძოთ"