„რატომ ჩამოხვედი საქართველოშიო“: რა ხდება უემსის საქმის ირგვლივ

2018-12-04 18:07:44
307

რუსთავში ჯორჯ უემსიწინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება შს სამინისტროს რუსთავის პოლიციის მთავარ სამმართველოში სსკ–ის 126-ე მუხლით (ძალადობა) მიმდინარეობს. არსებობს თავდასხმის ამსახველი კადრებიც, რომელიც შემთხვევის შემსწრე მოქალაქემ გადაიღო.

როგორც „აქცენტს“ „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ცენტრის“ იურისტმა ანზორ ხატიაშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის სავარაუდო თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია, თუმცა არა დაკავებული და მიმდინარეობს ამოცნობის პროცესურები. თავდამსხმელს ბრალი სავარაუდოდ, ამოცნობის პროცედურის შემდეგ წარედგინება.

როგორც ადვოკატი ამბობს, ამ ეტაპზე თავდასხმის მსხვერპლს გამოძიებასთან უნდობლობის პრობლემა არ აქვს, რადგან რეაგირება ოპერატიულად მოხდა.

რაც შეეხება მუხლს, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს გამოძიება, ადვოკატის განმარტებით, მოტივი – რასობრივი დისკრიმინაცია გამოძიებას გამოკვეთილი აქვს და ეს გარემოება სასამართლომ განაჩენის გამოტანისას მხედველობაში უნდა მიიღოს.  

ცნობისთვის: დანაშაულის ჩადენას რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული ნიშნით, ასევე დისკრიმინაციული კუთხით სისხლის სამართლის კოდექსის 53- პრიმა მუხლი მოიცავს.  

ჯორჯ უემსს ამ დროისთვის დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული არ აქვს და ამ მიზეზით დაცვის მხარეს საქმის ყველა მასალაზე წვდომა არ აქვს.

თავდასხმა ახალგაზრდაზე 29 ნოემბერს, საღამოს 07:00 საათისთვის განხორციელდა.  

ჩემს გვერდით იჯდა ერთი მამკაცი. მკითხა, რას აკეთებ, რატომ ჩამოხვედი საქართველოშიო. არაფერი მითქვამს, რადგან ნასვამი იყო და მასთან საუბარი არ მსურდა. შესაძლოა, აგრესია გამოევლინა. ცუდ სიტყვებს ამბობდა, მაგრამ არაფერი მითქვამს. შემდეგ მხარზე მომიჭირა და მითხრაშენ გეუბნები, ბიჭო!“ ქართულ ენაზე მივმართავ: „რას აკეთებ, ძმა? ამაზე მიპასუხა: „ესე იგი ქართულიც იცი? რატომ არ მიპასუხე?!“ და დაიწყო ცემა, თავში მირტყამდა. შევეცადე, ცალი ხელით თავი დამეცვა და ცალით 112-ში ვრეკავდი დასახმარებლად. ის აგრძელებდა ჩემს ცემას, სანამ მერიიდან ახალ რუსთავამდე მივიდოდით. 112-ში დარეკვის შემდეგ მოვიდა პოლიცია და როდესაც მძღოლმა შეამჩნია, რომ სერიოზული ჩხუბი მიმდინარეობდა, გადაწყვიტა მაკდონალდსთან გაჩერებულიყო, მეგობრობის ქუჩაზე,– იხსენებს უემსი. 

მისივე თქმით, მიკროავტობუსიდან ჩამოსულს თავდამსხმელი მეგობართან ერთად ჩამოჰყვა.

იმ მომენტში ისევ ტელეფონზე ვსაუბრობდი და ეს კაცი ისევ მირტყამდა. გამიმართლა, რომ ქუჩაში იდგა ერთი გოგო, რომელმაც დაინახა ყველაფერი და გადაიღო ვიდეო, - იხსენებს ჯორჯ უემსი.

ცნობისთვის: ჯორჯ უემსი 8 წელია რუსთავში ცხოვრობს და ინგლისურ ენას ასწავლის. ამბობს, რომ რასიზმი ყველა ქვეყანაშია და ამას მიჩვეულია, თუმცა პირველად მოხდა, რომ საქართველოში მისი კანის ფერის გამო სცემეს:

თითქმის ყოველდღე გვესმის ისეთი სიტყვები, როგორიცააზანგო“, "მაიმუნო“, მაგრამ ამას სერიოზულ ყურადღებას არასოდეს ვაქცევთ. ის სიტყვები, რაც ინციდენტის დღეს მიკროავტობუსში მითხრეს, „რატომ ჩამოხვედი ჩემს ქვეყანაშიო“, ესეც ყოველდღე გვესმის. ზოგმა ადამიანმა არ იცის სხვაობის მნიშვნელობა. მე მყავს ბევრი ქართველი მეგობარი, ვიცნობ ბევრ ქართველს. მე აქ იმისთვის არ ჩამოვსულვარ, რომ პრობლემები შევქმნა.