რატომ არ გავიდა ეთერში „არჩევნები 2018“

2018-11-24 12:45:50
319

საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, თუ რატომ არ გავიდა ეთერში “არჩევნები 2018”.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ პირველმა არხმა პრეზიდენტობის კანდიდატებს, სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს გადაცემაში მონაწილეობა შესთავაზა. გრიგოლ ვაშაძემ გადაცემაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ვინაიდან გადაცემაში მხოლოდ ერთი კანდიდატის მოწვევა მიზანშეწონილად არ მივიჩნიეთ, გადაცემა „არჩევნები 2018“ 23 ნოემბერს ეთერში არ გავიდა” - ნათქვამია განცხადებაში.

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის პოზიცია მასში, როგორც ვხედავთ, მოცემული არ არის.

თუმცა წინა დღეებში რიგი ქართული მედიასაშუალებები დაინტერესდნენ, იხილავდა თუ არა ამომრჩეველი II ტურის წინ კანდიდატების დებატებს და გაირკვა, რომ ოპოზიციური გაერთიანების “ძალა ერთობაშია” კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მზად იყო, მეტოქეს სატელევიზიო დებატების ფორმატში შეჰხვედროდა, კანდიდატების ცალ-ცალკე წარმოდგენაში კი აზრს ვერ ხედავდა. თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილი დებატების ფორმატზე უარს აცხადებდა.