აქტივისტებმა იური მეჩითოვს ბინის კარი აუჭრელეს (ფოტო)

2018-11-12 18:46:46
326

სამოქალაქო აქტივისტებმა კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის იური მეჩითოვის საცხოვრებელი სახლის კარებზე 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა გვარები და ანტისაოკუპაციო სტიკერი მიაკრეს. ამასთან, მათ სიმბოლურად დატოვეს ნიჩბები ნიშნას იმისა, თუ რა ვითარებაში დაიღუპნენ 9 აპრილის დემონსტრაციის მონაწილეები.


„ასეთი ადამიანები საქართველოში არ უნდა ჩერდებოდნენ“- განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ანა ჭარხალაშვილმა.

ცნობილმა ფოტოგრაფმა და კულტურის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ იური მეჩითოვმა Al Jazeera-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 9 აპრილს რუს სამხედროებს არავის მოკვლა არ სურდათ და ხალხიასფიქსიით გარდაიცვალა.