3 გამოსავალი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებიდან

2018-11-12 13:46:10
283

2 დეკემბრამდე საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების II ტური უნდა ჩატარდეს. 

ცოტა თუ ელოდა, რომ I ტურში ოპოზიციონერი კანდიდატი, ფაქტობრივად იმდენ ხმას მიიღებდა, რამდენსაც მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი, რომელსაც მძლავრი ადმინისტრაციული და მედია–რესურსი გააჩნია. 

შედეგი მოულოდნელი აღმოჩნდა, როგორც ბევრი ექსპერტისთვის, ისე ხელისუფლებისთვის – რაც მოხდა, საზოგადოებაში აფეთქებული ბომბის ეფექტი იქონია. მმართველმა პარტიამაც კი, რომელიც სრულად დომინირებს პოლიტიკურ ველსა და პარლამენტში, სადაც საკონსტიტუციო უმრავლესობა გააჩნია, პარტიამ შეუზღუდავი ადმინისტრაციული რესურსით, რომელსაც ქართული პოლიტიკის "რუხი კარდინალი" ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს თავისი მილიარდებითა და მზადყოფნით, მთელი საარჩევნო სივრცე საკუთარი ფულით აავსოს, ვერ მოახერხა, პირველივე ცდით ჩაესვა საპრეზიდენტო სავარძელში საკუთარი კანდიდატი, ვერც მასირებულმა გაყალბებამ უშველათ – ოპოზიციური პარტიების მიერ 2000 მსგავსი შემთხვევაა გამოვლენილი. ეს ყველაფერი –ამომრჩევლის დაბალი, 46%–იანი  აქტივობის მიუხედავად. 

ის, რომ მოვლენები ამ სცენრაით განვითარდა, ძალზე მნიშვნელოვანია. არჩევნების პირველი ტურის მსგავსი შედეგი ქართული საზოგადოების კოლექტიურ ცნობიერებაში მიმდინარე ცვლილებებზე მიუთითებს. რამდენიმეწლიანი სტაგნაციის შემდეგ საქართველომ მოახდინა დემონსტრირება სურვილისა, იცხოვროს დასავლური ცივილიზაციის მიერ გამომუშავებული დემოკრატიული პრინციპებით – ხელისუფლების ცვალებადობით, ქმედითუნარიანი ინსტიტუტებით, კანონის უზენაესობით. სულ ცოტა ხნის წინ საქართველო ცვლილებების, პროგრესული სახელმწიფოს სიმბოლო იყო, რომელმაც მოახერხა, მოსწყდომოდა საბჭოთა ორბიტას და დაეწყო მოძრაობა ნორმალური, დემოკრატიული, დასავლური სახელმწიფოს მშენებლობის მიმართულებით და ამ გზაზე გასაოცარი შედეგებისთვის მიეღწია. თუმცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ბოლო 6 წლის განმავლობაში ქვეყანა ერთგვარ სტაგნაციაში გადავარდა და ნელ–ნელა ავტოკრატიისკენ დაიწყო ჩაცურება, რომელშიც მმართველი პარტიის სათავეში მყოფ მილიარდერს შეუძლია, ლამის პირადად დანიშნოს პრეზიდენტი და პრემიერი. თუმცა აღმოჩნდა, რომ ყველაფრის მიუხედავად, დემოკრატია საქართველოში არ მომკვდარა, იგი მუშაობს. ვერც კლეპტოკრატიამ, ვერ ოლიგარქიამ, ვერც ადმინისტრაციულმა რესურსმა მოახერხა ხალხის ნების გარდატეხა. უნდა აღინიშნოს, რომ არც მოქმედი ხელისუფლება წავიდა უპრეცედენტო ძალისხმევასა და ნაბიჯებზე საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. 

ეს ყველაფერი უდიდესი შენატანია მომავალი – ჩამოყალიბებული დემოკრატიის ყულაბაში, რომელიც, მათ შორის, სამართლიანი არჩევნების გზით ხელისუფლების ცვალებადობას ემჰყარება. საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა წინ – არა მხოლოდ ეკონომიკური მიმართულებით, როგორც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დროს, არამედ ახლა უკვე პოლიტიკური კუთხითაც. ეს ამ არჩევნების პირველი მნიშნელოვანი შედეგია. 

მეორე მნიშვნელოვანი შედეგი: ოპოზიციამ ქმედითად აჩვენა, რომ რეალურად შეუძლია გაერთიანება, კომპრომისის მიღწევა და ერთიანი კანდიდატის წარდგენა, ამ შემთხვევაში – გრიგოლ ვაშაძის. და მეტიც, პირველი ტურის შემდეგ იმ ოპოზიციურმა ძალებმაც კი (მემარცხენეები, რესპუბლიკელები, სხვები, ვინც განზე დარჩა) ასევე დაუჭირეს მხარი კოალიციას, მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა და მიზნებისა. ეს სერიოზული წარმატებაა და მნიშვნელოვნად ზრდის ვაშაძს შანსებს მეორე ტურისთვის. 

მესამე მნიშნელოვანი შედეგი: დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისა და ხელისუფლების ცვალებადობის გარდა, კარი ეხსნებათ ახალ პოლიტიკოსებს – ეს შეესაბამება საზოგადოებრივ დაკვეთას, ახალ სახეებზე, ახალ შინაარსზე, კოალიციურ პარლამენტსა და პოლიტიკაში რიგითი მოქალაქეების მოსვლაზე. ხალხს მობეზრდა ძალაუფლების უზურპაცია. საქართველო ხომ მცირე ქვეყანაა, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს და მაღალია ნეპოტიზმის რისკი. მზარდი კორუფციითა და ხელისუფლების დაუსჯელობით ხალხის გაღიზიანება პირველ ტურში მიღებული მსგავსი შედეგის მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორია, ეს ყველაფერი ამჟამად ძალიან კარგად იგრძნობა.  ოპოზიციონერი კანდიდატის შესაძლო გამარჯვება ხალხს არამარტო ხელისუფლების ტრანსფერის იმედს უსახავს, არამედ სოციალური ლიფტების სისტემის აღორძინების, ცვლილებების, სამართლიანობის. 

ამდენად, არსებობს შანსი, რომ დეკემბერში საქართველოში ვითარება რადიკალურად შეიცვალოს; მოხდეს არა მორიგი "ვარდების რევოლუცია" ან ხელისუფლების ცვლილება, არამედ მშვიდობიანი და ნამდვილი დემოკრატიული "რევოლუცია" რეალური ცვლილებებისთვის; რევოლუცია, რომელშიც არც ქვედა და აღარც ზედა ფენებს სურთ ძველებურად ცხოვრება; რევოლუცია, რომელშიც წაგებულები არ იქნებიან. საქართველო იქცევა კიდევ უფრო მძლავრ, დემოკრატიულ, ახალი ტიპისა და თაობის "სტარტაპ –სახელმწიფოდ", ხოლო თანამედროვე მსოფლიოში ეს ერთადერთი გზაა განვითარებისა და ყველა მოქალაქის ცხოვრების გაუმჯობესებისაკენ. 

შეგახსენებთ, რომ ეს არის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც პირდაპირი კენჭისყრის წესით ტარდება. შემდგომში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჩანაფიქრის შესაბამისად, საქართველო ფაქტობრივად საპარლამენტო რესპუბლიკა გახდება, სადაც პრეზიდენტს არჩევითი კოლეგია აირჩევს. ეს უკანასკნელი 300 დელეგატისკან იქნება შემდგარი, რომელთაგან 150 პარლამენტიდან იქნება არჩეული. 

ვიტალი შკლიაროვი – პოლიტოლოგი, ამრიკანისტი, პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიის პიარ–ტექნოლოგი  

წყარო: echo.msk.ru