„ნაციონალები", მაქსიმუმ, ხელისუფლებაში რაღაც პატარა კომპონენტით დაბრუნდნენ, ვიღაცასთან ერთად“

2018-11-08 21:09:07
547

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ირწმუნება, რომ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის არჩევნებში შესაძლო გამარჯვება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას არ ნიშნავს.

ოქრუაშვილი მიიჩნევს, რომ ეს არის ნარატივი, რომელსაც მოქმედი ხელისუფლება განგებ ავრცელებს.

„ნარატივი, რომ "ნაციონალები" ხელისუფლებაში დაბრუნდებიან და ყველაფერი იქნება ძველებურად, ზღაპარია და შეუძლებელი! ასე ვეღარ იქნება! მაქსიმუმ, ისინი ხელისუფლებაში დაბრუნდნენ რაღაც პატარა კომპონენტით, ვიღაცასთან ერთად“, – განაცხადა ოქრუშვილმა დღეს საღამოს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში სტუმრობისას.