"სააკაშვილის ნდობა წარმოუდგენელია"

2018-11-08 18:11:57
573

ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი წინასაარჩევნოდ “ევროპული საქართველოსა” და "ნაციონალური მოძრაობის" დაზავების ფაქტს ეხმიანება. 

“სააკაშვილის ნდობა რომ წარმოუდგენელია, იქიდანაც გამოჩნდა, რა განცხადებაც გააკეთა “ერთ ოჯახზე”.

ის, რომ ჩვენი ინტერესები სალომე ზურაბიშვილის დამარცხებასთან მიმართებით ერთმანეთს დაემთხვა, მასთან ერთ ოჯახად არანაირად არ გვაქცევს – მაგრამ სასურველის რეალობად გასაღება, მისი საყვარელი სპორტია.

არსებობენ წებოვანი ადამიანები, რომლებსაც კარს რომ უკეტავ, ფანჯრიდან მოძვრებიან და იმათ ფანჯარაც დაკეტილი უნდა დაახვედროო – ბებიაჩემმა მასწავლა ჰალსტუხის შეკვრასთან ერთად და ძალიან გამომადგა”, – წერს ჩერგოლეიშვილი.