მერის წარმომადგენელი: "თუ მარშრუტკით ვერ მოვლენ, ამომრჩევლებს სპეციალური მანქანებით მოვიყვანთ“

28 October, 2018   2 კვირის 4 დღის წინ
128

სოფელ პატარა პამაჯში სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს აღრიცხავენ. 

აგიტატორები საარჩევნო უბნის შესასვლელ კართან სხედან და სიებში ინიშნავენ, ვინ მივიდა არჩევნებზე და ვინ არა. მათი თქმით, ამომრჩეველს, რომელიც უბანზე არ მისულა, სახლში მიაკითხავენ და მანქანით მოიყვანენ. 

მერის წარმომადგენელი კარლენ კარახანიანი ამბობს, რომ ოთხი სოფლის - ყულალისის, პატარა პამაჯის, დიდი პამაჯისა და ორალის მოსახლეობას ინიშნავენ. თითოეული სოფლიდან ამომრჩევლის აღრიცხვაზე ორი აგიტატორი ზრუნავს. ამბობს, რომ უბანთან აგიტაცია მათთვის არავის დაუშლია. 

თავად აგიტატორებიც განმარტავენ, რომ არჩევნებამდე ყველა ოჯახი შემოიარეს და მათი მხარდამჭერები აღწერეს.

"მეცხრე არხთან" საუბრისას მათ არ დაუმალავთ, რომ #18 უბანზე რეგისტრირებული 1 067 ამომრჩევლიდან 517 სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერია. 

უბნის ეზოში მოქალაქეები არიან შეკრებილები, რომლებსაც 48–ნომრიანი ჟილეტები აცვიათ.

 
უბანთან რამდენიმე ავტომობილს სალომე ზურაბიშვილის პლაკატები აქვს მიკრული.