«ქართული ოცნება» - ორ ცეცხლს შუა: ბაქო სააკაშვილით იმუქრება?

2018-10-25 11:10:30
1870

ინტერნეტ-გამოცემა «Haqqin.az» აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი მოღვაწეების მიღების გამო ოფიციალურ თბილისს აკრიტიკებს და წერს, რომ «თუ თბილისი ანტიაზერბაიჯანული ელემენტების მიღებას კვლავაც გააგრძელებს, ბაქო საპასუხო ზომებს მიიღებს, მათ შორის – ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოწვევის სახით».

პროტესტი ამჯერად კონრად ადენაურის ფონდის მიერ 1-3 ნოემბრისთვის დაგეგმილ კონფერენციას უკავშირდება, რომელზეც, გამოცემის მონაცემებით, ბაქოდან პირთა ჯგუფია მოწვეული.

"როგორც ორგანიზაციის საიტზეა მითითებული, ღონისძიების მთავარ მიზანს საქართველოსა და უკრაინაში შესაძლებლობებისა და პრობლემების ღია განხილვა წარმოადგენს. თუმცა ბაქოში თვლიან, რომ თემები მხოლოდ ამ ორი ქვეყნით არ შემოიფარგლება და შეეხება აზერბაიჯანსაც, რომელიც, როგორც ცნობილია, «აღმოსავლეთ პარტნიორობას» შეუერთდა. კონფერენციაში, კერძოდ, მონაწილეობას აპირებს ოპოზიციური პარტია «მუსავათის» ყოფილი ლიდერი ისა გამბარი და აზრბაიჯანული ხელისუფლების სხვა მოწინააღმდეგეებიც" - წერს «Haqqin.az» და იქვე დასძენს, რომ «ეს ფაქტი საქართველოს ხელიუფლების მხრიდან ბაქოსადმი მორიგ არამეგობრულ ნაბიჯად განიხილება": 

 «Haqqin.az» არაერთგზის წერდა საიდუმლო ოპოზიციურ იატაკქვეშეთზე, რომელიც აზერბაიჯანის წინააღმდეგ საქართველოდან ილაშქრებს. აზერბაიჯანის ხელისუფლების ყველა მოწინააღმდეგემ თავშესაფარი ჰოვა მეზობელ სახელმწიფოში. აზერბაიჯანის მთავრობას სხვადასხვა არხებით არაერთგზის გამოუხატავს საკუთარი უკმაყოფილება, თუმცა საქართველოს მმართველი პარტია «ქართული ოცნება» განაგრძობს პლატფორმის გამოყოფას ოოზიციურ-ექსტრემისტული ელემენტებისთვის, რომლებიც აზერბაიჯანის წინააღმდეგ საიდუმლო საქმიანობას ეწევიან". 

გამოცემა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ «ეს ყველაფერი საქართველოსადმი ოფიციალური ბაქოს მეგობრული ჟესტების ფონზე ხდება: ინვესტიციები წლიდან წლამდე იზრდება, ენერგორესურსები თბილისს საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად მიეწოდება და, გარდა ამისა, აზერბაიჯანის ხელისუფლებას არაერთგზის რისკის ფასად გადაუდგამს ნაბიჯები საქართველოს დასახმარებლად ყველაზე კრიტიკულ სიტუაციებში”.

აზერბაიჯანის ხელისუფლება ჯერ-ჯერობით კვლავ ახდენს მოთმინების დემონსტრირებას, რათა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ ურთიერთობებს ზიანი არ მიადგეს. მართალია, ოფიციალური თბილისი ევროპულ ფასეულობებს იყენებს ფარად, თუმცა იმავე ლოგიკით ბაქოსაც შეუძლია, ქართველი ოპოზიციონერები შეიფაროს და თუ ოფიციალური თბილისი ამ საკითხში პოზიციას არ შეიცვლის, მასაც არასასიამოვნო სიურპრიზი ელის” - წერს «Haqqin.az» და იქვე დასძენს, რომ ერთ-ერთ საპასუხო ზომად შესაძლოა, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებისთვის ბაქოში თავშესაფრის მინიჭება და თავად სააკაშვილის მიწვევა იქცეს:

«სააკაშვილის რეიტინგი საქართველოში დღითიდღე იზრდება. ამასთან, მისი ურთიერთობები ბაქოსთან ყოველთვის კარგი იყო. მეტიც, სწორედ მისი პრეზიდენტობის პერიოდში იქცა ეს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორობად. თუმცა იმ მიზნით, რომ საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან ურთიერთობები არ გაეფუჭებინა, ბაქო სააკაშვილისგან დისტანცირდებოდა. ბაქოში მშვენივრად ესმით, რომ “ქართული ოცნების” პოზიციები ახლა საკმაოდ მყიფეა და რეგიონში მიხეილ სააკაშვილის გამოჩენა მისთვის ნამდვილ კოშმარად იქცევა” - წერს აზერბაიჯანული გამოცემა.

უმცა რეალურად ცდილობს კი ოფიციალური თბილისი აზერბაიჯანელი ოპოზიციონერების და მით უფრო რაღაც "იატაკქვეშეთის" შეფარება-დაცვას?

იგი აზერბაიჯანელი სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივისტები საქართველოში მოღვაწეობას დღესაც განგრძობენ, რადგან გარკვეული მომენტისთვის ეს ქვეყანა ერთგვარ თავისუფლების კუნძულად იქცა რეგიონში, თუმცა ოპოზიციონერ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის გატაცების შემდეგ საქართველოს ეს პოზიცია მოირყა, - ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარი ლეილა ალიევა, რომელიც ორი წლის წინ იძულებული გახდა, აზერბაიჯანი დაეტოვებინა:

მუხთრლის საქმე ამ თვალსაზრისით იყო პირველი და გამორჩეული, რადგან ეს მოხდა ესოდენ უხეში ფორმით, რასაც საქართველოსგან არავინ ელოდა. საქართველოს მართლაც ბევრი მიიჩნევდა თავისუფლების კუნძულად და სჯეროდათ, რომ ეს ქვეყანა მათ არ გასწირავდა. და აი, უცებ მათ თავი დაუცველად იგრძნეს. ისინი თვალთვალს უჩივიან. ჩემი აზრით, ამან გაოიწვია აზერბაიჯანელი პოლიტიკური დევნილების გადინება საქართველოდან. ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ აგრძელებს ცხოვრებას და მოღვაწეობას საქართველოში, რომელიც აზერბაიჯანისთვის უახლოესი ქვეყანაა. მაგრამ აფგან მუხთარლის გატაცების შემდეგ საქართველომ თავისი რეპუტაცია ნამდვილად დაკარგა”.

მისივე თქმით, “აზერბაიჯანის ენერგრესურსებისადმი არსებული მძლავრი ინტერესის ფონზე შესაძლოა, ქვეყანაში დემოკრტიისთვის მიმინარე ბრძოლა ყრუ კედლებში მოექცეს”.

ამ კონტექსტში საყურადღებოა ორიოდ დღის წინ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევი ქვემო ქართლში მედიისათვის გასაიდუმლოებული ვიზიტის შესახებ: მარნეულის ჩაის სახლში როვნაგ აბდულაევი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ დეპუტატებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტის უხუცესებს და საჯარო მოხელეებს შეხვდა. ამასთან, წინასწარ დაგეგმილ შეხვედრას რიგითი მოქალაქეები არ დაასწრეს.

აბდულაევი მედიასთან ირწმუნებოდა, რომ მის ვიზიტს საქართველოს 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან კავშირი არ ჰქონდა და მიზანს მხოლოდ ადგილობივებთან შეხვედრა წარმოადგენდა, თუმცა განსხვავებულ ინფორმაციას ფლობენ ის ახალგაზრდები, რომლებიც აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტს მარნეულში აქციით დახვდნენ: “აზერბაიჯანის მთავრობის მაღალჩინოსანი რეგიონში წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების“ დასახმარებლად ჩავიდა და ჩაის სახლში შეკრებილებს ღიად მოუწოდა, არჩევნებზე ხმა მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატისთვის მიეცათ”.

რაც შეეხება «Haqqin.az»-ის ინფორმაციას კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაგეგმილ კონფერენციაში აზერბაიჯანელი ოპოზიციონერების მონაწილეობის შესახებ, თავად ფონდში ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს:

"[«Haqqin.az»-ის სტატიაში], როგორც ჩანს, ერთმანეთში ორი ღონისძიებაა არეული: 1-2 ნოემბრისთვის დაგეგმილი გვაქვს ტრენინგი ჟურნალისტებისთვის, რომელიც ფეიქ-მედიას, ფეიქ-სიახლეებისა და ფოტოების ამოცნობას შეეხება. ამ ღონისძიებაზე მართლაც გვყავს მოწვეული მედიის წარმომადგენლები "აღმოსავლეთ პარტნიორობის" წევრი სახელმწიფოებიდან, მათ შორის - GIPA-ს აზერბაიჯანელი სტუდენტები. თუმცა არც ერთი პოლიტიკოსი არც ერთი ქვეყნიდან ტრენინგზე არ მოგვიწვევია. რაც შეეხება მეორე ღონისძიებას, ის 1-3 ნოემბრისთვისაა დაგეგმილი, ეძღვნება საქართველოსა და უკრაინის პრობლემატიკას და მესამე ქვეყნის ერთადერთი წარმომადგენელი მოლდოვადან გვყავს მოწვეული" - განუცხადეს "აქცენტს" კონრად ადენაუერის ფონდში.