რუსეთმა რაკეტა „სოიუზის“ ყველა დაგეგმილი გაშვება შეაჩერა (ვიდეო)

2018-10-11 19:10:47
338

ბოლო 43 წლის განმავლობაში მომხდარი პირველი ავარიის გამო რუსეთმა რაკეტა „სოიუზის“​ დაგეგმილი გაშვებები შეაჩერა.

"როს-კოსმოსი" ავარიის მიზეზების კვლევასთან ერთად  ყველა ხომალდს შეამოწმებს.

ბაიკონურის კოსმოდრომიდან „სოიუზი“ დღეს დილით გაუშვეს, თუმცა ორ წუთში აპარატს, რომელსაც რაკეტა ორბიტაზე უნდა გაეყვანა, ძრავი გაეთიშა. ბორტზე მყოფი რუსი და ამერიკელი ასტრონავტი ყახაზეთში, ქალაქ ჟეზკაზ-განისმახლობლად, ავარიულად დაეშვნენ.

ეკიპაჟის წევრებს დაზიანებები არ მიუღიათ.

ასტრონავტებს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სამეცნიერო ექსპერიმენტებზე 6 თვე უნდა ემუშავათ.