"მოსკოვი თბილისის ლუგარის ლაბორატორიაში დაგეგმილ კონფერენციას არ დაესწრება"

2018-10-11 15:05:10
244

„ლაბორატორია თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი და იმ ინფორმაციის თანახმად, რომელსაც ჩვენ ვფლობთ, ეს არის საკმარისად სახიფათო სამუშაო, რომელსაც ჩვენს საზღვრებთან ახლოს ეწევიან. აფხაზები და ოსებიც საუბრობდნენ, რომ ახალი დაავადებები ჩნდება. მე არ ვიცი, ეს სპეციალისტებმა უნდა შეამოწმონ. 14-15 ნოემბერს ლუგარის ამ ლაბორატორიის ბაზაზე დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენცია და ბიოლოგიურ თემებზე სწავლება უნდა ჩატარდეს. ჩვენ ამ კონფერენციაზე დასასწრებად მივიღეთ მოწვევა, მაგრამ ვშიშობთ და დეტალურად აგიხსნით რატომ. ბიოლაბორატორია და ლუგარის ლაბორატორია ეს არ არის საბავშვო ბაღი, სკოლა და სკოლის ბაღი. ეს არის ლაბორატორიის მთელი სისტემა, სადაც სხვადასხვა დონეზეა დაშვება და ძალიან რთულია ყველაფერში გარკვევა, თუ არ გაქვს მონაწილეობა მიღებული მის შექმნასა და დაარსებაში. გვაქვს ეჭვი, რომ სპეციალურად გვიწვევენ ამ კონფერენციაზე, რომ შემდეგ მისი მუშაობის ლეგალიზება მოახდინონ. არ არსებობს გარანტია, რომ კონფერენციის მონაწილე საერთაშორისო ექსპერტებს ყველა ცდაზე დაუშვებენ. ამაში დარწმუნებული არ ვარ და არ არიან დარწმუნებული ჩვენი მეცნიერებიც. უნდა იყოს საუბარი ორმხრივ ინსპექციაზე და არ ვიცი, სემინარზე თუ კონფერენციაზე. ამ საერთაშორისო ფუნქციამ შესაძლოა, მიგვიყვანოს იქამდე, რომ ყველა საწინააღმდეგო არგუმენტი მოიხსნას და ყველა ილაპარაკებს, რომ აი, ჩვენ ვუმასპინძლეთ ექსპერტების საერთაშორისო ჯგუფს და ახლა რასაც გვინდა იმას გავაკეთებთ“, – განუცხადა კარასინმა "პირველ არხს".

რუსული მხარის მიერ ბოლო დროს ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით გაკეთებული ოფიციალური განცხადებები და მედიაში აგორებული პროპაგანდა იხ. აქ:  http://www.accentnews.ge/ge/news/details/60085