ხანძარი იტალიაში: ევაკუაცია გამოცხადდა (ვიდეო)

26 September, 2018   3 კვირის 1 დღის წინ
263

 

იტალიაში, ტოსკანას რეგიონში ხანძარი მძვინვარებს. ცეცხლი ტყეში, პიზას პროვინციაში მდებარე სერას მთაზე გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო სწრაფად გავრცელდა. სტიქია საცხოვრებელ სახლებსსაც მიუახლოვდა.

5 დასახლებული პუნქტიდან 700 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ვრცელდება ინფორმაცია 3 დაშავებულის შესახებ.

ამ დროისთვის ხანძარმა 600 ჰექტარი ტყის მასივი და ზეთისხილის ბაღები გაანადგურა. მედიის ცნობით, ხანძარი პიზას აეროპორტს უახლოვდება, რის გამოც 80-ზე მეტი რეისი გაუქმდა.

ხანძრის ჩაქრობაში ასობით მეხანძრე და მოხალისე მონაწილოებს