კადიროვმა ჩეჩნეთის საზღვრების დაზუსტება მოითხოვა

2018-09-10 11:18:28
722

ჩეჩნეთის რესპუბლიკის რუსეთის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა გამოსცა ბრძანებულება, რომლითაც ადმინისტრაციული საზღვრის განმსაზღვრელ და დამზუსტებელ კომისიას სასაზღვრო საკითხებზე დავების გადასაჭრელად დოკუმენტებისა და დასაბუთების მომზადება დაავალა.

კომისიის თავმჯდომარედ ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერი მაგომედ დაუდოვი დაინიშნა, თანათავმჯდომარედ – რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი მუსლიმ ხუჩიევი, თავმჯდომარის მოადგილედპრეზიდენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აბდულქახირ ისრაილოვი, - იუწყება სახელმწიფო ტელე-რადიოკომპანინა "Грозный".

მის შემადგენლობაში შევიდნენ ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთქმედების დეპარტამენტის დირექტორი სალმან გადუევი და ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელე-რადიოკომპანიის დირექტორი აჰმედ დუდაევი.

კომისიამ ჩეჩნეთის ადმინისტრაციული საზღვრის დადგენა-დაზუსტების საკითხებზე ეტაპობრივი მუშაობისა და არსებული დავების გადაჭრისთვის საჭირო დოკუმენტებისა და მასალების შეგროვება, მომზადება, ანალიზი და შეფასება უნდა უზრუნველჰყოს.

ყველა სახელისუფლებო ორგანოს კომისიის ხელშეწყობა დაევალა, - იუწყება კადიროვის ბრძანებულებაზე დაყრდნობით გამოცემა "Чечня сегодня".

ამავდროულად, თავისი ბრძანებულებით კადიროვმა ლიკვიდირებულად გამოაცხადა ადრე მოქმედი “ინგუშეთთან საზღვრის საკითხების განმხილველი კომისია”.

"ანუ, ახლა კომისია დაკავდება სასაზღვრო საკითხებით რეგიონის ნებისმიერ სასაზღვრო მონაკვეთზე. ველით დეტალურ ინფორმაციას", - წერს ამასთან დაკავშირებით Telegram-არხი "Chechnya".

 

ძველი დავის მორიგი ესკალაცია

 

 შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ბოლოს საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ "Опора Ингушетии" გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინგუშეთში გადასულმა ჩეჩენმა მუშებმა, რომელთაც ძალოვანებიცავდნენ, ინგუშეთის სუნჟის რაიონში, ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს საგზაო სამუშაოების შესრულება დაიწყეს. ამასთანავე, ინგუშურ სოფელ არშტის მიდამოებში ადგილი ჰქონდა სასაზღვრო საგუშაგოს განთავსების მცდელობას.

5 სექტემბრისთვის ჩეჩნეთიდან გადასულმა ძალოვანებმა და მუშებმა ინგუშეთის სიღრმეში რამდენიმე კილომეტრით წინ წაიწიეს, თუმცა რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ ეს ქმედებები საჯარო რეაგირების გარეშე დატოვა, - განუცხადეს აქტივისტებმა "Кавказский узел"-ს.

თავის მხრივ, ჩეჩნეთის საავტომობილო გზების სამინისტროში გამოცემას განუცხადეს, რომ “ჩეჩენმა მშენებლებმა ინგუშეთთან საზღვრის მიდამოებში 4 კმ-ზე ოდნავ მეტი სიგრძის გზაზე ასფალტი დააგეს” (http://accent.com.ge/ge/news/details/58833).

 

ით დასრულდა კადიროვის წინა ბრძანებულებები

 

ცნობისთვის: 2013 წლის იანვარში რამზან კადიროვმა ელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმად, ინგუშეთის სუნჟის რაიონის რიგი დასახლებული პუნქტები ჩეჩნეთის იურისდიქციის ქვეშ უნდა გადასულიყ.

იმავე წლის 6 მარტს კადიროვმა მოითხოვა, დასახლებული პუნქტი არტი ჩეჩნეთის სუნჟის რაიონის შემადგენლობაში შეეყვანათ. ერთ თვეში, 2013 წლის აპრილში ამ დაბაში მოხდა შეტაკება ჩეჩენ და ინგუშ ძალვანებს შორის, რომლის დროსაც 6 ინგუში პოლიციელი დაიჭრა.

უფრო ადრე, 2012 წელს ინგუშეთში “ინგუშეთისა და ჩეჩნეთის რესპუბლიკებს შორის საზღვრის განმსაზღვრელი კომისია” მოქმედებდა. მისი მუშაობის შედეგად მომზადდა ჩეჩნეთთან ადმინისტრაციული საზღვრის შესახებ შეთანხმების პროექტი და საღვრის აღწერილობა. ამ დოკუმენტების მომზადების შემდეგ კომისიამ მუშაობა დაასრულა, - ნათქვამია 2012 წლის 6 ოქტომბერს ინგუშეთის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

 

კონფლიქტის ისტორია

 

სუნჟისა და მალგობეკის რაიონების კუთვნილებაზე დავა ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის 1990-იანი წლებიდან დაიწყო. ფორმალურად, რესპუბლიკებს შორის თანამედროვე საზღვრად 1934 წლის სასაზღვრო ზოლი ითვლება, თუმცა არსებული ტერიტორიული დავების გამო მისი დემარკაცია ამ დრომდე არ ჩატარებულა.

2017 წლის ზაფხულში დაღესტნის ყაზბეგის რაიონის სოფელ ლენინაულში დაიძაბა ურთიერთობები ავარელებისა და აკინელი ჩეჩნების თემებს შორის, რომელთაც 1957 წლიდან მიწის საკითხების ირგვლივ დავები აქვთ. კონფლიქტის დასარეგულირებლად საქმეში რეგიონების ხელმძღვანელები რამზან კადიროვი და რამაზან აბდულატიპოვი ჩაერთვნენ.

მაშინ დაძაბულობა ჩაცხრა, თუმცა საკითხი ამ დრომდე გადაუჭრელი რჩება.