სასტიკად მოკლული ახალგაზრდა ქალის დედა მკვლელობის დღისა და წინა პერიოდის მოვლენებს იხსენებს

2018-04-16 20:33:11
710

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდა ქალის დედა ნათია გობაძე ადასტურებს, რომ 8 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მკვლელობაში ბრალდებულთან ხელი ოფიციალურად ზეწოლის ქვეშ მიმდინარე წლის 30 მარტს მოაწერა.  ამის შესახებ მან „იბერიის“ ეთერში ისაუბრა.

„მემუქრებოდა, „ერთხელ დავუშვი შეცდომა და ციხეში შენს გამო წავედი, შენ კი დაგტოვეო,  მეორედ მსგავს რამეს არ ვიზამო“,– ამბობს გობაძე.

რაც შეეხება მკვლელობის დღეს, მისი თქმით, ის მის ქალიშვილებთან ერთად იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში:

„ვიცოდით, რომ ეს კაცი ჩვენთვის საშიში იყო, ამიტომ წავედით პოლიციაში. გარკვეული ფაქტების დაზუსტება ვერ შევძელი, ამიტომ ვთხოვე ორდერის გამოწერა, შემდეგ კი დღის განმავლობაში რამეს მოვიმოქმედებდი. ჩემი შვილი ადრე გავიდა, მე მოგვიანებით და გზიდან ვურეკავდი – არ მინდოდა სახლში მარტო შესულიყო, რადგან კარი ღია გვქონდა დატოვებული (საკეტი მან [იგულისხმება ვეფხია ბაქრაძე] გააფუჭა. ყველაფერი წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი) და გული ცუდს მიგრძნობდა. ვერ მოვასწარი შვილის გაფრთხილება. მან [იგულისხმება ბაქრაძე] სიცილით, კმაყოფილმა მიპასუხა, „შენი შვილი მიწაშიაო“. დილით ადრე მისულა და გველოდა. სამი ღერი სიგარეტი მოუწევია, ჩვენი ტანსაცმელი დაუჭრია, ბენზინიც მიუტანია.მე სუნი ვეღარ ვიგრძენი, მხოლოდ ჩემი შვილის სისხლის სუნი იყო, მაგრამ ბავშვებსაც ასდიოდათ თმაზე. დარწმუნებული ვარ, იმ დღეს გვითვალთვალებდა...“

რაც შეეხება თანაცხოვრების პერიოდს, გობაძე ამბობს, რომ მის მეუღლეს კონფლიქტი ყველასთან ჰქონდა, საკუთარ შვილებთანაც და მუდმივად ძალადობდა.

"ქობულეთში ჩამოვიდა და ქვით მცემა...ჩემს შვილთანაც და საკუთარ შვილებთანაც ჰქონდა კონფლიქტი. ფეხმძიმე გოგო ცემა. ამის დადასტურება შემიძლია". 

რაც შეეხება შეწყალების კომისიისადმი მიმართვას, როგორც გობაძე აცხადებს, მან ბაქრაძის შვილებს გაუწია ანგარიში და მხოლოდ ამის გამო მიმართა განცხადებით.

"ორიოდ სიტყვა დავწერე, "გთხოვთ შეიწყალოთ–მეთქი".