სტივენ ბლენკი: „რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ სამოქმედოდ სირია საბაბად არ სჭირდება“

2018-04-16 14:12:37
1082

„ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს" უფროსი მკვლევარი სტივენ ბლენკი სირიაში განვითარებულ მოვლენებსა და კავაკასიას შორის პირდაპირ კავშირს ვერ ხედავს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ამ ფაქტმა რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებისკენ უბიძგოს.   

„სირიის მოვლენებსა და კავკასიას, მათ შორის საქართველოს შორის პირდაპირ კავშირს ვერ ვხედავ. არასოდეს მჯეროდა, რომ სირიაში აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის პირდაპირი დაპირისპირება იქნებოდა. ამ ფაქტმა რუსეთს შესაძლოა, ბიძგი მისცეს იმოქმედოს საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ.  თუმცა აღსანიშნავია, რომ მოსკოვი საქართველოს წინააღმდეგ „ბორდერიზაციის“ და სხვა მუდმივი ზეწოლის მეთოდებით უკვე მოქმედებს. ამიტომ მას მომავალში მსგავსი ქმედებების განსახორციელებლად სირია საბაბად არ სჭირდება“, – განუცხადა "აქცენტს" ბლენკმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ–ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მიერ სირიაზე განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს რიგ ქვეყნებთან ერთად საქართველომაც დაუჭირა მხარი.