სააკაშვილი მერაბიშვილს დაბადების დღეს ულოცავს: "მალე ვიხილავთ გათავისუფლებულს"

2018-04-16 11:34:01
515

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი საქართველოს ყოფილ პრემიერ–მინისტრ ვანო მერაბიშვილს დაბადების დღეს ულოცავს: 

"ჩემს თანამებრძოლს და ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების ერთ-ერთ მთავარ შემქმნელს, ვანო მერაბიშვილს, ვულოცავ 50 წლის იუბილეს. სულ მალე ვიხილავთ მას, გათავისუფლებულს, ოლიგარქის დილეგიდან! საქართველო და ქართველი ხალხი, აუცილებლად დაამარცხებს ანტიქართულ, მძარცველთა ჯგუფს"- წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში. 

ვანო მერაბიშვილი ამჟამად პატიმრობაში იმყოფება. ის 2013 წელს დააკავეს.