სისხლიანი გარჩევა ზუგდიდში: დაჭრილია სამი ადამიანი

2018-03-13 17:34:46
690

 

ზუგდიდში სამი ადამიანი დაჭრეს. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი "ქურდულ გარჩევას" უკავშირდება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა სამივე დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების განცხადებით, ერთ–ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, ის მართვით სუნთქვაზეა. დანარჩენ ორს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ამ წუთებშიც უტარდება. ირკვევა, რომ დაშავებულთაგან ორი ცეცხლსასროლი იარაღითაა დაჭრილი, ერთი კი – ცივი იარაღით. 

კრიმინალური გარჩევა ზუგდიდის ერთ-ერთ გარეუბანში მოხდა.

სამართალდამცველებს ამ დროისთვის არავინ დაუკავებიათ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.