«ერევანმა და თბილისმა ჩამოაყალიბეს ახალი მიდგომა, რათა წარსდგნენ ერთიან ბაზრად გარე სამყაროს წინაშე»

2017-03-01 21:05:31
1930

 

«ერევანმა და თბილისმა ჩამოაყალიბეს ახალი მიდგომა, რათა წარსდგნენ ერთიან ბაზრად გარე სამყაროს წინაშე» - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა კარენ კარაპეტიანმა სომეხ ჟურნალისტებს გასულ კვირას საქართველოში გამართული ვიზიტის შედეგების შეფასებისას აცნობა.

"სომხეთსა და საქართველოს შორის დაუძლეველი წინააღმდეგობები და აზრთა სხვადასხვაობა ორმხრივი დღის წესრიგის არც ერთ საკითხში არ არსებობს. მეტსაც გეტყვით: არანაირი წინააღმდეგობა ჩვენს შორის უბრალოდ არ არის", — განაცხადა კარაპეტიანმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, «მხარეებმა ჩამოაყალიბეს ახალი მიდგომა, რათა წარსდგნენ ერთიან ბაზრად გარე სამყაროს წინაშე».

«ჩვენ შევთავაზეთ ქართულ მხარეს სომხეთის გამოყენება პლატფორმად ირანისა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ბაზრებზე გასასვლელად. სომხურმა მხარემ გამოხატა დაინტერესება ტურიზმის მიმართულებით საქართველოს გამოცდილების მიმართ, საქართველომ კი, თავის მხრივ, — ინტერესი საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში სომხური გამოცდილებისადმი. რაც შეეხება საგანმანათლებლო პროექტებს, უახლოეს ხანებში სომხეთის განთლებისა და მეცნიერების მინისტრი საქართველოს ეწვევა და გაამყარებს ყველა მიღწეულ შეთანხმებას, მათ შორის - ჯავახკის სომხების პრობლემების გადაჭრის კუთხით» - ციტირებს კარაპეტიანს სომხური სააგენტო «newsarmenia.am"