ლექსმანი –"ოცნების" ინიციატივაზე მონაცემთა ბაზის შესახებ: ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი

08-05-2024 16:22:57 ციტატა

"ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი. სირცხვილი "ქართულ ოცნებას" და მათ, ვინც მას ქართველი ხალხის იმედებისა და მისწრაფებების განადგურების შესაძლებლობას აძლევს", - ამის შესახებ ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი სოციალურ ქსელში წერს.

ცნობისთვის: „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნება მონაცემთა ბაზა, რომელშიც განთავსდება ინფორმაცია ადამიანებზე, „რომლებიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართულნი, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ“. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები