„ოცნების“ დაქირავებული კრიმინალური ჯგუფები სახლებისკენ მიმავალ დემონსტრანტებს ესხმიან თავს, ამოვიცნობთ ყველას"

03-05-2024 03:12:23 პოლიტიკა ,საზოგადოება

„ოცნების“ დაქირავებული კრიმინალური, მოძალადე ჯგუფები სახლებისკენ მიმავალ აქციის მონაწილეებს თავს ესხმიან, - ვკითხულობთ „გირჩი-მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ერთობლივ განცხადებაშია.

მათი თქმით, „ქართული ოცნება“ კრიმინალების გამოყენებით ცდილობს მოკლას ევროპული პერსპექტივა".

„ის, რაც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება ნათლად აჩვენებს, რამდენად შეშინებული და უმწეოა საქართველოს რუსული ხელისუფლება,– აღნიშნავენ განცხადების ავტორები და განაგრძობენ, "კრიმინალების ნაწილი უკვე ამოცნობილია და ამოვიცნობთ ყველა დაჯგუფებას, დავადგენთ ყველა მოძალადის ვინაობას, ავტომანქანის ნომერს".

"რუს ოლიგარქს საპოლიციო ძალა აღარ ჰყოფნის მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად და კრიმინალების გამოყენებით ცდილობს მოკლას ჩვენი ევროპული პერსპექტივა.

ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ძალადობა არათუ გატეხს ჩვენს ეროვნულ წინააღმდეგობას, არამედ მეტი სოლიდარობით, მოტივაციითა და შემართებით ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნისთვის. კი ევროპას, არა რუსულ რეჟიმს!“, - ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ასევე: „ხალხის ცემა–ტყეპა დაიწყეს“ – გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომიტინგეებს თავს დაესხნენ, არიან დაშავებულები

ახალი ამბები

სხვა სიახლეები