პოლიციამ "აგენტების საწინააღმდეგო" აქციებზე 40 მომიტინგე დააკავა

19-04-2024 13:43:15 სამართალი

პოლიციამ ბოლო დღეების განმავლობაში „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციებზე 40 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა პარლამენტში.ამ დრომდე ადმინისტრაციული წესით მხოლოდ 34 დაკავებულის შესახებ იყო ცნობილი.

მან ესკალაციაში თავად მომიტინგეები დაადანაშაულა.

„მონაწილეების გარკვეული ნაწილი გახდა აგრესიული სამართალდამცველების მიმართ, პოლიციელების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა საგნებს, მათ შორის, ქვებს, ბოთლებს, ასხამდნენ საღებავებს, აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ემორჩილებოდნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნებს“, - თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

სავარაუდოდ, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული, რადგან სისხლის სამართლის გამოძიებაზე შსს–ს არ მიუთითება და თავად მინისტრის მიერ მითითებული ქცევებიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კვალიფიკაციაში ექცევა.

იხილეთ ასევე:

"აგინებდა, აფურთხებდა სახეში, ემუქრებოდა, უღებდა ტელეფონით" – ადვოკატის ცნობით, ყველა დაკავებული სასტიკად ნაცემია

"დაგპირდი, რომ გცემდი და ვასრულებ ახლაო“ – პატიმრობიდან გათავისუფლებული ხასაია დაკავების დეტალებს იხსენებს

„ცემა–ცემით გამატარეს ეს ფარიანი ხალხი“ – რას ყვებიან ნაცემი დემონსტრანტები

ახალი ამბები

სხვა სიახლეები