მოსკოვში, „კროკუსზე" თავდასხმისას დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

28-03-2024 10:00:47 მსოფლიო

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ განაახლა საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია.

27 მარტს, ღამით გამოქვეყნებული მონაცემებით, ტერაქტს 143 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ განმარტა, დაღუპულთა სია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მონაცემების მიხედვით იცვლება.

მოსკოვის ოლქში, საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმა 22 მარტს, საღამოს მოხდა. ჯგუფ „პიკნიკის" კონცერტზე მისულ ხალხს ცეცხლი გაუხსნეს ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა. შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ტერორისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიდომ", თუმცა რუსეთის ხელისუფლება ცდილობს, ტერაქტი უკრაინას დაუკავშიროს.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ცნობით, დაკავებულია 11 პირი, მათ შორის თავდასხმის 4 უშუალო მონაწილე, რომლებიც ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან. ოთხივე მათგანი დაკავებისას აწამეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები