რუსეთის ეკონომიკის სამინისტრო: "სოხუმის აეროპორტი პირველ საცდელ რეისს რუსეთიდან წელს მიიღებს"

25-03-2024 20:06:25 კონფლიქტები

პირველი საცდელი რეისი რუსეთიდან სოხუმის აეროპორტში 2024 წელს იგეგმება - იტყობინება რუსეთის სახელმწიფო სააგენტო ТАСС რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე დაყრდნობით.

აქვე აღნიშნულია, რომ "აფხაზეთსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პროექტში ინვესტიციები 12 მილიარდ რუბლს შეადგენს".

„2024 წელს საბიუჯეტო წყაროებთან ერთად, საინვესტიციო კაპიტალი პროპორციულად მიიღებს მონაწილეობას რესპუბლიკის განვითარებაში. ერთობლივი მოქმედებების წყალობით, მხარეებმა დაიწყეს საინვესტიციო პროექტის განხორციელება აფხაზეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენის მიზნით. ინვესტიციების მოცულობის პროექტი 12 მილიარდ რუბლზე მეტია, წელს ველოდებით პირველ საცდელ რეისს რუსეთიდან სოხუმის აეროპორტში“, - განაცხადა რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ვოლვაჩმა.

ვოლვაჩის თქმით, 2024 წელს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ოკუპირებული აფხაზეთისთვის გაწეული ფინანსური დახმარების მოცულობა 5,6 მილიარდ რუბლს შეადგენს.

იხილეთ ასევე – სოხუმის აეროპორტი: ძველი სიმღერის ახალი კუპლეტი

ახალი ამბები

სხვა სიახლეები