გეგა გეგეშიძე: "გაღიზიანებული სპორტსმენის მოთხოვნის გამო პრეზიდენტი არ უნდა გადადგეს"

2019-01-22 11:14:02
397

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე გადადგომას არ აპირებს. ევროპის ორგზის ჩემპიონი სპორტსმენის ზურაბ დათუნაშვილის მოთხოვნას გეგეშიძემ უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ “წაგებით გაღიზიანებული სპორტსმენის უსაფუძვლო მოთხოვნის გამო ფედერაციის პრეზიდენტი თანამდებობას არ უნდა ტოვებდეს”.

ცნობისთვის: გეგეშიძესა და დათუნაშვილს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება 11 იანვარს მოხდა, სპორტის სასახლეში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე. გუნდურ ხელჩართულ ჩხუბზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს და წინასწარი ინფორმაციით, გეგა გეგეშიძე დღეს სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის მონაწილეობით უნდა დაიკითხოს. ზურაბ დათუნაშვილმა კი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.