ვიდეო ▶ „ქართულ–ებრაული ურთიერთობა არ სცდება სუფრას ... არაფერი ფასეული“

2018-12-19 19:31:39
455

„დემოკრატიული მოძრაობის“ წევრის გუბაზ სანიკიძის განცხადებით, „ქართულ ებრაული ურთიერთობები სუფრას არ გასცდა“.  

„ისრაელსა და აზერბაიჯანს შორის პარტნიორობა დადასტურებულია ჩვენგან განსხვავებით, რომლებიც ვიძახით, რომ 26 საუკუნოვანი წყობა გვაქვს. სამწუხაროდ, ქართულ–ებრაული ურთიერთობა არ სცდება სუფრას: ყანწით თამადას, ურთიერთ სიყვარულის გამოთქმას –აბსოლუტურად  არაფერი ფასეული.  ისრაელს ყოველთვის აქვს მცდელობები, რადგან არ აქვს ფუფუნება, გემოვნების მიხედვით აირჩიოს. ვინც კი მასთან კარგი ურთიერთობისთვის მზადაა, თავადაც მზადაა ყოველთვის. მით უმეტეს, ჩვენ ეს არ უნდა გაგვჭირვებოდა, მაგრამ ასე მოხდა. დღევანდელი საქართველო ძალიან უსუსურია, ძალიან პრიმიტიულად ვაზროვნებთ. ჩვენი გონება გაქვავებულია ერთით – აუცილებლად ნატოში, ევროკავშირში. სხვა არც ერთი მეზობელი არ გვაინტერესებს, რა ხდება სამეზობლოში არ გვაინტერესებს. უკეთ ვიცი, რა ხდება ბრიუსელში და არ ვიცით, რა ხდება ინგუშეთში, ყურის ძირში. ჩვენთვის გაშვებული შანსებია“,– განაცხადა გუბაზ სანიკიძემ „faqt 2“–ის ეთერში ახლო აღმოსავლეთსა და საქართველოს სამეზობლოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას.