«The American Conservative» (აშშ): „ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა ქართული არმია დადებითად შეაფასეს, თუმცა უკმაყოფილება გამოთქვეს არაკომპეტენტური ჯარისკაცების გამო"

2018-03-06 16:21:42
780


ამერიკული ჟურნალის «The American Conservative»-ს მიერ გამოქვეყნებულ ქართველ სამხედროებზეც არის საუბარი. სტატიის ავტორი, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ადამ ვაინშტეინი პუბლიკაციაში ავღანეთთან მიმართებაში აშშ-ის პოლიტიკას აანალიზებს, ასახელებს გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს.

ავტორი აღწერს ავღანეთში აშშ-ისა და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეთა მოქმედებას. როგორც ვაინშტეინი აღნიშნავს, ამერიკელი ჯარისკაცები ნაკლებად ძლიერ მოკავშირეებთან ერთადაც მსახურობდნენ:

„ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა ქართული არმია დადებითად შეაფასეს მისი ენთუზიაზმისა და სიმამაცისთვის, ამავე დროს უკმაყოფილება გამოთქვეს არაკომპეტენტური ჯარისკაცების გამო, რომლებიც საბრძოლო უნარ-ჩვევების გამოცდილების გარეშე იბრძოდნენ. გამოუცდელი ქართველების მაღალი შეფასების ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ქართველი სამხედროები თავისუფალნი იყვნენ ვაშინგტონის კონტროლისაგან, ამერიკული საზოგადოებრივი აზრისაგან და ერთგვარი იმუნიტეტით სარგებლობდნენ. მაგრამ [ქართველი ჯარისკაცების მაღალი შეფასების] უფრო რეალურ მიზეზი ავღანეთთან მცირე კავშირი აქვს: თბილისი გულუბრყვილოდ იმედოვნებდა, რომ საქართველო რუსეთთან შესაძლო კონფლიქტების თვალსაზრისით აშშ-ისგან მხარდაჭერას მოიპოვებდა, ვაშინგტონის სიამაყემ კი აფიქრებინა, რომ ეს ხელს შეუშლიდა მოსკოვის ექსპანსიონისტურ ამბიციებს. მიუხედავად ამისა, საქართველომ მაინც გადაინაცვლა მოსკოვის ორბიტისკენ. ვაშინგტონის ზოგადი მიდგომა ავღანეთის მიმართას ასევე სიმბოლურია: მძევლად იკავებს ავღანეთს პერიფერიული გეოპოლიტიკური საკითხების თვალსაზრისით“.