"ჩვენ მათი ლიდერების მსგავსად, საეჭვო რეპუტაციის ადამიანებზე არ ვყიდდით 1 ლარად, მათ შორის, წინაპრების საფლავსაც და შემდეგ თურქეთში და სხვა ქვეყნებში "ატკატებს" არ ვიღებდით"

01-07-2021 20:23:19

აჭარის მთავრობის თავჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განაცხადებით, ამჟამინდელი ხელისუფლება წინამორბედისგან განსხვავებით, საეჭვო რეპუტაციის ადამიანებზე, მათ შორის, წინაპების საფლავს 1 ლარად არ ყიდის.

ამის შესახებ მან მთავრობის გასვლით სხდომაზე განაცხადა.

"რაც შეეხებ კორუფციას, ბუნებრივია ამაზე საერთოდ რა შეიძლება ვილაპარაკოთ. უკაცრავად თუ ჩვენ მათი ლიდერების მსგავსად საეჭვო რეპუტაციის ადამიანებზე და ე.წ. ბიზნესებზე არ ვყიდდით 1 ლარად, მათ შორის, წინაპების საფლავსაც და შემდეგ უკვე თურქეთში და სხვა ქვეყნებში "ატკატებს" არ ვიღებდით. ბოდიშს ვიხდი, რომ ჩვენ ჩვენი კეთილსინდისიერება არ გვაძლევს ამის საშუალებას" - განაცხადა რიჟვაძემ.