რუსული დეზინფორმაციის რვა ძირითადი გზავნილი სოცქსელსა და ქართულ მედიაში – ანგარიში

28-10-2020 19:31:12 მითები და რეალობა

„საქართველოს რეფორმების ასოციაციამ“ (GRASS) 2019 წლის დეკემბრიდან ანგარიშების სერიის „დეზინფომეტრის“ შექმნაზე დაიწყო მუშაობა.

როგორც ორგანიზაცია განმარტავს, ანგარიშები ორთვიან პერიოდში ანტიდასავლური და პრორუსული დეზინფორმაციის გზავნილებს მიმოიხილავს, ხოლო მიზანია, დეზინფორმაციის გამავრცელებელი მედიასაშუალებების (როგორც ონლაინ, ისე „ფეისბუქ“–გვერდების) მთავარი გზავნილები და მათ დისკურსში არსებული ტენდენციები გამოკვეთოს:

„ანტიდასავლური და პრორუსული მედიის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის და პროპაგანდის მიზანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და მანიპულირება, საქართველოს დასავლური კურსის შესუსტება და ინსტიტუციებისადმი ნდობის შემცირება, საზოგადოებაში დაბნეულობისა და უთანხმოების გამოწვევა, პოლარიზაციის გაღრმავება და ა.შ.“,– აცხადებენ GRASS–ში.

„დეზინფომეტრის“ ივლის-აგვისტოს მონიტორინგის შედეგად რვა ძირითადი მიმართულება გამოვლინდა, რომელთა ფარგლებშიც ანტიდასავლური და პრორუსული დეზინფორმაცია მანიპულაციურ გზავნილებს ავრცელებდა. ესენია:

NATO წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაცია

• NATO-ში წევრობა საქართველოს მხრიდან მის ტერიტორიებზე უარის თქმას ნიშნავს

• ალიანსში გაწევრიანება არ არის ქართველი ხალხის ნება და ჩატარებული გამოკითხვები (მათ შორის 2008 წლის პლებისციტი) მუდმივად ყალბდება

• NATO-სთან თანამშრომლობა საქართველოს აღარიბებს, რადგან ქვეყანას უწევს არასაჭირო სამხედრო ხარჯების გაწევა

აშშ-ის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაცია

• ამერიკა უხეშად ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში და ამერიკის საელჩო მართავს ქართულ პოლიტიკას

• აშშ საქართველოს, როგორც კოლონიას, ისე ეპყრობა

• ამერიკის დახმარება არაფერია რუსეთიდან შემოსულ ფინანსებთან შედარებით

ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაცია

• საქართველოს მთავრობა ევროკავშირის მარიონეტია და მისი რეზოლუციებითა და რეკომენდაციებით იმართება

• ევროკავშირი დაშლის პირასაა - ის შეიძლება, იტალიამ, ესპანეთმა, ნიდერლანდებმა და სხვებმა დატოვონ

• ბელარუსში მიმდინარე აქციები ევროკავშირის მიერ არის ორგანიზებული; პოლონეთს და ლიეტუვას ბელარუსის დაშლა და გადანაწილება სურთ

• ევროკავშირის ფასეულობები მიუღებელია და ამიტომ არჩეულ ევროატლანტიკურ კურსს უნდა გადავხედოთ

დეზინფორმაცია შიდა პოლიტიკურ საკითხებზე

• ცენტრი „დოსიეს“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები შეთხზულია და „პატრიოტთა ალიანსსა“ და კრემლს შორის კავშირი არ არსებობს

• არასამთავრობო ორგანიზაციები ქართველი ერის წინააღმდეგ მოქმედებენ

• „ქართული ოცნების“ გამარჯვება და მთავრობის დამოუკიდებლად შექმნა არ შედის ვაშინგტონის ინტერესებში. „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში საქართველოში ბელარუსის სცენარის განვითარება იგეგმება

რუსეთის მხარდამჭერი პროპაგანდა

• პანდემიის დროს, საქართველოს ეკონომიკას მაშველი რგოლი ისევ რუსეთმა გადმოუგდო

• მიუხედავად სამხედრო დაპირისპირებისა, რუსეთის პრეზიდენტს ქართველი ხალხისადმი განსაკუთრებულად თბილი დამოკიდებულება აქვს

• რუსეთი საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილია და საქართველოს ოკუპაცია კრემლს მხოლოდ გეოპოლიტიკური ინტერესების გამო დასჭირდა

• რუსეთი ეროვნული და ტრადიციული ღირებულებების ერთადერთი რეალური დამცველია

ანტითურქული დეზინფორმაცია

• თუ საქართველო NATO-ში გაწევრიანდება, თურქეთს საქართველოში ჯარის განთავსება და მთელი საქართველოს ოკუპაცია და ანექსია შეეძლება

• 2021 წელს ყარსის ხელშეკრულებას ვადა გასდის და თურქეთმა შეიძლება, აჭარა მიიერთოს

• თურქეთი არის საქართველოს ნომერ პირველი მტერი

• მიმდინარეობს აჭარის „ისლამიზაცია“ და „თურქიზაცია“ საერთაშორისო საკითხებზე მიმართული დეზინფორმაცია

• დასავლეთი ებრძვის ტრადიციულ ფასეულობებს

• ამერიკელი და ევროპელი ლიბერალები ბელარუსში არეულობის მოწყობას და ლეგიტიმური ხელისუფლების ჩამოშორებას ცდილობენ

• თუ საქართველო მხარს არ დაუჭერს ლუკაშენკოს, მაშინ ბელარუსები აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ

• ლუკაშენკო ტრადიციული ღირებულებების ბოლო ბასტიონია ევროპაში კორონავირუსთან დაკავშირებული დეზინფორმაცია

• კორონავირუსი ხელოვნურად შეიქმნა ლაბორატორიაში

• პანდემიის უკან გლობალური ძალები და ბილ გეითსთან დაკავშირებული ჯგუფები დგანან

• ტესტირებების საშუალებით ადამიანების შესახებ გენეტიკურ ინფორმაციას აგროვებენ, რომელიც შემდეგ შესაძლოა გენეტიკური ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად გამოიყენონ

• ვაქცინაციის რეალური მიზანი მოსახლეობის რაოდენობის შემცირებაა და ვინც მასზე უარს იტყვის, სახელმწიფო მათ პრობლემებს შეუქმნის

ანგარიშის სრული ვერსია ხელმისაწვდომია - https://grass.org.ge

ახალი ამბები

სხვა სიახლეები