მოქალაქე ამბობს, რომ მას პოლიციამ მაისურის გამო პარკის დატოვება მოსთხოვა

09-05-2024 14:46:24 საზოგადოება

მოქალაქე ნესტან ანანიძე ამბობს, რომ პოლიციამ მას მაისურის გამო, რომელსაც აწერია, "არა რუსულ კანონს", საჯარო სივრცის დატოვება მოსთხოვა.

მისი ქმით, ინციდენტი "ვეტერანთა პარკში" მოხდა. იმ დროს პარკში იმართებოდა 9 მაისთან, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებული ღონისძიება.

"დღეს დავრბოდი კიკვიძის პარკში, როგორც ყოველთვის ამ მაისურით. პოლიციელი მოვიდა და მეუბნება დატოვეთ ტერიტორიაო. მე ვუთხარი რატომ საჯარო სივრცეა და ვვარჯიშობ მეთქი. მიხვდა არაფერი გამოუვიდოდა და წავიდა.

შემდეგ ხუთმა პოლიციელმა ამიყვანა კონტროლზე. მთელი ვარჯიშის დროს ჩემთან ერთად ვარჯიშობდნენ. ბოლოს სადაც ხალხი დგარს იქ არ გამატარეს. სად მიდიხარო, სახლში მეთქი მეორე მხარეს გადამაცილა პოლიციელმა და მეორე მხრიდან გაგაცილებთ ცხრა მაისთან დაკავშირებით ღონისძიებააო.ჯადოსნური მაისურია, ისეთი რამეები შეუძლია",– წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები