გია ჯაფარიძე: "სახლთან დამხვდნენ, პირდაპირ ცემა დამიწყეს, მეუბნებოდნენ რატომ ვეწინააღმდეგები "რუსულ კანონს"

09-05-2024 00:49:33 საზოგადოება

"გირჩი- მეტი თავისუფლების" ლიდერის ზურა ჯაფარიძის ძმა, პროფესორი გია ჯაფარიძე აცხადებს, რომ მას საკუთარ სადარბაზოსთან ფიზიკურად გაუსოწრდნენ.

"რუსები დაგვესხნენ თავს, რაც ხდება ქვეყანაში ის მოხდა. სახლთან დამხვდნენ სადარბაზოსთან, პირდაპირ ცემა დამიწყეს. 2 შეიძლება 3 ადამიანიც იყო. ბევრი მირტყამდა რაღაც ჯოხებით, ბეისბოილის ბიტებივით იყო. რატომ ვეწინააღმდეგები რუსულ კანონს ამას მეუბნებოდნენ", - განაცხადა გია ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის ექიმის თქმით, ჯაფარიძეს მკურნალობისა და კვლევების ჩატარების მიზნით საავადმყოფოში ტოვებენ.

„ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფება დაკვირვების ქვეშ და უტარდება კვლევები. ქალა ტვინის ტრავმაა, არის ნახეთქი ჭრილობა თავის არეში“, - თქვა ექიმმა გია ჯაფარიძის შესახებ.

8 მაისის ღამეს ქუჩაში სცემეს „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე აქტივისტს ლაშა ღვინიანიძეს. ფიზიკურად გაუსწორდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დიმიტრი ჩიქოვანსაც.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები