"აგენტების" შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები მსვლელობით გალკტიონის ხიდთან მივიდნენ

08-05-2024 23:06:46 საზოგადოება

"აგენტების" შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები რუსთაველის გამზირიდან მსვლელობით გალკტიონის ხიდთან მივიდნენ.

გალაკტიონის ხიდზე მათ ფიტულები მიიტანეს, რომლებზეც "ოცნების" ლიდერების ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძისა და კახი კალაძის ფოტოები იყო გაკრული.

აქციის მონაწილეებმა 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, გალაკტიონის ხიდი, სადაც სსრკ-ს სიმბოლიკებია გამოსახული, საქართველოს, ნატო–ს და ევროკავშირის დროშებით დაფარეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები