თბილისში, პარლამენტის წინ პროტესტი გრძელდება

08-05-2024 21:33:07 საზოგადოება

თბილისში, პარლამენტის წინ პროტესტი გრძელდება.

"აგენტების კანონის" მოწინააღმდეგე ახალგაზრდები მსვლელობასაც აანონსებენ, თუმცა სად გადაწყვეტენ ისინი წასვლას ჯერ–ჯერობით უცნობია.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას "აგენტების" შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ საქართველოს გზა ევროკავშირშია და არა რუსეთში.

პარლამენტთან იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ძმა ოთარ ზურაბიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ "ევროპა საქართველოს მომავალია და კანონპროექტი არის რუსული, რადგან ის საქართველოს ინტერესებს არ იცავს".

"ჩვენ ჩამოსული ვართ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ ჩვენს ახალგაზრდებს. აუცილებელია ყოველდღე მოვიდეთ და ამისთვის მოვედი მეც ამ საღამოს. იმედია, მომავალ დღეებში გავაგრძელებთ ასეთ აქციას. რასაკვირველია, არა რუსულ კანონს! კი ევროპას! ეს არის ჩვენი მომავალი”,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

დედაქალაქის პარალელურად პროტესტი გრძელდება, გორში, ქუთაისსა და ზუგდიდში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები