გერმანიის ელჩი: 9 პუნქტთან დაკავშირებით პროგრესი არ არის და “გამჭვირვალობის კანონი" შეუსაბამოა ევროკავშირთან

08-05-2024 19:54:30 ციტატა

“მივესალმე გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს სვენ გიგოლდს და გერმანული ბიზნესის დელეგაციას თბილისში. ჩვენ განვიხილეთ საქართველოს ყველა შესაძლებლობა ევროკავშირში, ბიზნესი და სხვა საკითხები. აღვნიშნეთ პროგრესის არარსებობა 9 პუნქტთან დაკავშირებით და “გამჭვირვალობის კანონის” შეუსაბამობა ევროკავშირთან, რაც პროგრესს აღკვეთავს. კარგია, რომ სვენ გიგოლდი და საქართველოს პარლამენტის ევროკავშირთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი გუშინ ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრაზე გულწრფელი აზრთა გაცვლა იყო. სამწუხაროდ, შეთანხმება არ არსებობს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტზე. 9 პუნქტზე პროგრესის სიმწირე დიდი შეშფოთებაა გერმანიისთვის”, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს.

Новости

Другие новости