11 მაისს 16:00 საათზე თბილისში მშობლების მარში სახელწოდებით "არა რუსულ კანონს!" გაიმართება

08-05-2024 15:30:38 საზოგადოება

11 მაისს 16:00 საათზე თბილისში "აგენტების კანონის" გასაპროტესტებლად მშობლების მარში გაიმართება. აქციის ორგანიზატორები წერენ, რომ შეიკრიბებიან წერეთლის გამზირზე, "ექსპო ჯორჯიასთან", 19:00 საათზე კი მარშით შეუერთდებიან უკვე დაანონსებულ აქციას ევროპის მოედანზე.

11 მაისს ექსპო ჯორჯიაში ევროპის დღის აღანიშნავად სპეციალური ღონისძიება იმართება.

"11 მაისს, 16:00-ზე მშობლები ექსპოჯორჯიასთან ვიკრიბებით (წერეთლის გამზირი, დიდუბის გამოფენა), საიდანაც, ჩვენი ხმა მთელ ქალაქში გაისმება.შემოუერთდი მსვლელობას! ერთად ვუთხრათ მადლობა, ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოსულ ევროკავშირის ელჩებს!ვივლით ბევრს, ვივლით ერთად და ხმამაღლა ვიტყვით იმას, #რაცშვილებსუნდათ!

#არარუსულკანონს !

#კიევროპას !

19:00 სთ-ზე, მარშით შევუერთდებით უკვე დაანონსებულ საერთო აქციას ევროპის მოედანზე.#შინევროპისკენ#არარუსეთს#არარუსულრეჟიმს" - წერენ ორგანიზატორები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები