იოზვიაკი: ევროკავშირის ელჩებმა ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში საქართველოსთვის 30 მილიონი ევროს გამოყოფას მწვანე შუქი აუნთეს

08-05-2024 14:28:06 პოლიტიკა

"რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი აცხადებს, რომ "ევროკავშირის ელჩებმა ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში საქართველოსთვის 30 მილიონი ევროს გამოყოფას მწვანე შუქი აუნთეს".

„დღეს ევროკავშირის ელჩებმა ევროპის მშვიდობის ფონდის (EPF) ფარგლებში საქართველოსთვის არალეტალური დახმარების სახით 30 მილიონი ევროს გამოყოფას მწვანე შუქი აუნთეს - ევროკავშირის ბიუჯეტის გარეთ არსებული ინსტრუმენტიდან, რომელიც წევრი სახელმწიფოების მიერ უკრაინისთვის შეიარაღების შესაძენად გამოიყენება“, - წერს რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები