ჯაფარიძე: ჩემი "ფარული" ჩანაწერი დადეს, რომელიც 2 წლის წინ არის ჩაწერილი და სადაც 100–მდე ადამიანს ველაპარაკები დედა ენის ბაღში

08-05-2024 14:28:55 პოლიტიკა ,საზოგადოება

პარტია "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ "ფარული" ჩანაწერი, რომელიც "ტვ იმედმა" For.ge-ზე დაყრდნობით ცოტა ხნის წინ გაავრცელა, 2 წლის წინანდელია.

მისი ცნობით, ხსენებულ ეპიზოდში დედაენის ბაღში საჯარო შეხვედრას მართავდა.

"ქოცებმა დადეს ჩემი "ფარული" ჩანაწერი, რომელიც 2 წლის წინ არის ჩაწერილი და სადაც ასამდე ადამიანს ველაპარაკები საჯაროდ, დედა ენის ბაღში

ქართული ოცნება / Georgian Dream მო...ანთ სუსი" - წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

"იმედის" ცნობით, ზურა გირჩი ჯაფარიძე სატრანსპორტო კვანძების პარალიზებას გეგმავს:

"გამოსული ხართ ის ხალხი, ვინც მე მომისმინეთ, რომ ვთქვი, რომ ქუჩა და პროტესტი და პარალიზება არის გზა და მაგიტო ხართ მოსული, ჩვენ თუ ესე გავიზრდებით, ჩვენ გვეცოდინება ყველას, რომ ეს ხალხი ვართ, რომ ამაზე მზად ვართ, რომ წავიდეთ" - ამბობს ჯაფარიძე ჩანაწერის მიხედვით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები