მედია: ევროკავშირში განიხილეს, თუ როგორ იმოქმედებს "აგენტების კანონი" საქართველოს ევროინტეგრაციაზე

08-05-2024 12:26:41 პოლიტიკა

სამშაბათს, ევროკავშირის ელჩებმა განიხილეს საქართველოს ხელისუფლების განზრახვები მიიღოს საკამათო კანონპროექტი „აგენტების შესახებ“ და როგორ შეიძლება ამან გავლენა იქონიოს საქართველოს ევროინტეგრაციაზე. ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა იტყობინება.

მისი ცნობით, ბრიუსელში ელჩების დონეზე გაიმართა დებატები საქართველოში არსებულ ვითარებაზე.

„26 წევრმა ქვეყანამ გამოთქვა შეშფოთება, უნგრეთი დუმდა. შესაძლოა, მალე იყოს განცხადება ევროკავშირისგან და შესაძლოა ევროკომისიისგან განახლება იმასთან დაკავშირებით, რამდენად თავსებადია კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებთან“, - აღნიშნა იოზვიაკმა.

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა არასავალდებულო რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებს ევროკავშირს, არ დაიწყოს საქართველოსთან წევრობის შესახებ მოლაპარაკებები, ვიდრე საკამათო კანონი იმოქმედებს. გარდა ამისა, 30-ზე მეტმა დეპუტატმა მოითხოვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება.

მესამე კვირაა, საქართველოში პროტესტი არ წყდება "აგენტების კანონის" პარლამენტიდან გაწვევის მოთხოვნით, მიუხედავად დემოსნტრანტების წინააღმდეგ ძალის არაერთგზის გამოყენებისა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები